რეგისტრაცია

რომელი თევზი ჩავდოთ ქინძმარში?

რომელი თევზი ჩავდოთ ქინძმარში?
21 Dec 2024, 18:10

ლოქო ქინძმარში

ინგრედიენტები:


• ლოქო (ან ლოქოს ფილე) – 500 გ

• ხახვი – 1 ცალი

• ლიმონი – ნახევარი

• დაფნა – 4-5 ფოთოლი

• ქინძი – 200 გ

• ძმარი – 300-400 გრ

• მარცვალი პილპილი – 10-12 ცალი

• წითელი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი იხილეთ აქ

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • წითელი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.
  • მარცვალი პილპილი
  • ძმარი
  • ქინძი - 200.00 გ
  • დაფნა
  • ლიმონი
  • ხახვი - 1.00 ცალი
  • ლოქო (ან ლოქოს ფილე) - 500.00 გ

მომზადების წესი


მარინადი,რაშიც ლოქოს ხორცი უნდა მოვხარშოთ:


მოზრდილ ქვაბში ვასხამთ 1 ლ წყალს, ვყრით პილპილს,დაფნის ფოთლებს, ოთხად დაჭრილს ხახვს და ასევე ოთხად დაჭრილ ნახევარ ლიმონს,ძმარს, 3 ს/კ მარილს,რამდენიმე ღერ ქინძს და ვადუღებთ.

წამოდუღებიდან კიდევ 5 წუთი ვხარშავთ მარინადს,შემდეგ მასში ვყრით კარგად გასუფთავებულ და კუბებად დაჭრილ ლოქოს ხორცს და ვხარშავთ.

მოხარშვას, დაახლოებთ, 7-8 წუთი დასჭირდება.

სანამ ლოქო მოიხარშება, დავაბლენდეროთ ქინძი, 2 ჭიქა წყალი და გემოვნებით ძმარი,მარილი და ცოტა დაფქული წიწაკა.

მოხარშული ლოქოს ხორცი ამოგვაქვს მარინადიდან,ვათავსებთ ღრმა ჯამში და ზემოდან ვასხამთ დაბლენდერებულ მასას.

კერძი მზადაა!


აგრეთვე იხილეთ: