რეგისტრაცია

გუშინ ჩავდე, დღეს უკვე ხრაშუნაა – როგორ მოამზადოთ კომბოსტოს მწნილი ყველაზე მარტივად

გუშინ ჩავდე, დღეს უკვე ხრაშუნაა – როგორ მოამზადოთ კომბოსტოს მწნილი ყველაზე მარტივად
02 Jan 2025, 16:14

ინგრედიენტები:

სალათის ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კომბოსტო
  • 1 ჭარხალი
  • 1 სტაფილო
  • ნივრის თავი

მარინადი:

  • 1, 400 ლ წყალი
  • 150 გ. შაქარი
  • 3 ს/კ. მარილი
  • 100 მლ ძმარი 9%
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • წიწაკა და სურნელოვანი წიწაკის მარცვლები

საფეხურები:

სტაფილოს და ჭარხალი გახეხეთ სახეხზე კორეულად.

გარეცხეთ კომბოსტო და დაჭერით მსხვილ კუბებად. თუ შეგხვდებათ მყარი კომბოსტო, შეგიძლიათ ოდნავ დაარბილოთ ხელით.

მარინადის მოსამზადებლად ჩაასხით წყალი ქვაბში. დაუმატეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლები. ქვაბი მარინადთან ერთად დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ კიდევ ერთი წუთი.

ბოლოს ჩაასხით ძმარი.

სამ ლიტრიან ქილაში მოათავსეთ კომბოსტოს პირველი ფენა, სტაფილოს მეორე ფენა და ჭარხლის ნივრის მესამე ფენა და კვლავ გააკეთეთ კომბოსტოს ფენა. სალათი დაასრულეთ ჭარხლისა და ნივრის ფენით. ყურადღება მიაქციეთ, რომ თითოეული ფენა კარგად იყოს დაპრესილი.

დაასხით სალათს მარინადი. როგორც კი გაცივდება, შედგით მაცივარში ერთი დღით. 24 საათის შემდეგ საჭმელი მზად იქნება.

rogor1-1664349103.jpg

გემრიელად მიირთვით!

Ads by Eonads

აგრეთვე იხილეთ: