რეგისტრაცია

“დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა, დანა რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის გულში“ - ცნობილია თბილისში მოკლული 21 წლის ბიჭის ვინაობა და ახლი დეტალები

“დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა, დანა რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის გულში“ - ცნობილია თბილისში მოკლული 21 წლის ბიჭის ვინაობა და ახლი დეტალები
16 Mar 2025, 15:53

თბი­ლის­ში, ახალ­გაზ­რდა კაცი მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 21 წლის ახალ­გაზ­რდას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა გვი­ან ღა­მით მი­ა­ყე­ნეს.

“ტვ პირ­ვე­ლი“ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ბარ­ში და­ი­წყო და ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და.

“გამ­თე­ნი­ი­სას ბარ­ში და­ი­წყო ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ახალ­გაზ­რდებს შო­რის. 21 წლის გი­ორ­გი ახა­ლა­ია მის და­ბა­დე­ბის დღეს ბარ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რა დრო­საც და­ი­წყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვით დას­რულ­და. მხა­რე­ებ­მა გარ­ჩე­ვე­ბი ბარს გა­რეთ გა­აგ­რძე­ლეს. მა­მა­კაც­მა 21 წლის ახალ­გაზ­რდას დანა რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში, მათ შო­რის გულ­შიც, რაც სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა,“ - ავ­რცე­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მოკ­ლუ­ლი 21 წლის გი­ორ­გი ახა­ლა­ია


გი­ორ­გი ახა­ლა­ია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბის თმით, გი­ორ­გი ახა­ლა­ია ბარ “სა­ხე­ლოს­ნო­ში“ მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და.

“ბარ­ში და­ი­წყო და გა­რეთ გაგ­რძელ­და. იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მო­უ­ვი­დათ კონ­ფლიქ­ტი. მე მგო­ნი გი­ორ­გი მარ­ტო იყო. რო­გორც მი­თხრეს, გუ­ლის არე­ში იყო დაჭ­რი­ლი. ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლი და­კარ­გა.

ის ერთ-ერთ ბარ­ში მუ­შა­ობ­და დაც­ვად. ზო­გა­დად ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია, - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ად­გილ­ზე მთელ ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ბარ “სა­ხე­ლოს­ნოს“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი უშუ­ა­ლოდ მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ მომ­ხდა­რა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბა ტარ­დე­ბა.



აგრეთვე იხილეთ: