რეგისტრაცია

“10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა - წარმოუდგენელი ტკივილია, განადგურდა ოჯახი“ - ცნობილია ქედაში, ავარიის შედეგად დაღუპული 25 წლის გოგონას ვინაობა: რას ჰყვებიან ახლობლები

“10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა - წარმოუდგენელი ტკივილია, განადგურდა ოჯახი“ - ცნობილია ქედაში, ავარიის შედეგად დაღუპული 25 წლის გოგონას ვინაობა: რას ჰყვებიან ახლობლები
16 Mar 2025, 22:49

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გობ­რო­ნეთ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი ორი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­ე­ჯა­ხა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 25 წლის გო­გო­ნა, ნა­ი­რა ვა­შაყ­მა­ძე. რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი კი და­შავ­და.

  • “კვი­რის პა­ლიტ­რა“ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე წერს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ი­რა ვა­შაყ­მა­ძე ბა­თუ­მი­დან სახ­ლში, ხუ­ლო­ში, სო­ფელ სა­ცი­ხურ­ში სოფ­ლის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ბრუნ­დე­ბო­და.

"ძა­ლი­ან შეგვძრა ამ ამ­ბავ­მა. ნა­ი­რა 25 წლის იყო, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნა. თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვია, ცხოვ­რე­ბას ახლა იწყებ­და. ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბიჭი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი იყო და 10 აპ­რილს ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­და. უნდა გა­ე­ხა­რა ცხოვ­რე­ბით, ბედ­ნი­ე­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და დღეს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტკი­ვი­ლია. სოფ­ლის მარ­შუტ­კით მგზავ­რობ­და და ავა­რი­ით და­ი­ღუ­პა სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი, გა­ნად­გურ­და ოჯა­ხი",- ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი გო­გო­ნა.

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში. საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, ნაირა ვაშაყმაძე. დაშავდა ასევე მიკროავტობუსის მძღოლი და კიდევ რამდენიმე მგზავრი. ისინი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ქედის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნაირა ვაშაყმაძე 25 წლის არის და ის ბათუმიდან სახლში, ხულოში, სოფელ საციხურში სოფლის მიკროავტობუსით ბრუნდებოდა.

"როგორც ვიცი, ხულოში მიდიოდა 11- კაციანი მერსედერსის მარკის მიკროავტობუსი, სოფლის მარშუტკა იყო და მეორე მანქანა იყო 8 კაციანი მინივენი, როგორც ვიცი, მინივენში ისხდნენ ბათუმელი ექიმები, სტომატოლოგები. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანები დაეჯახა ერთმანეთს. მარშუტკის მძღოლის მხარს არის შეჯახება და მძღოლიც კლინიკაშია გადაყვანილი, დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მარშუტკაში იჯდა და ხულოში მიდიოდა. 4 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ზოგიერთი მსუბუქად დაშავდა. გოგონა სამწუხაროდ გარდაიცვალა",- ამბობს სოფელ გობრონეთის მაცხოვრებელი.

lxdyapkb-1742147936.jpg

"ძალიან შეგვძრა ამ ამბავმა. ნაირა 25 წლის იყო, ძალიან საყვარელი გოგონა. თავზარდამცემი ამბავია, ცხოვრებას ახლა იწყებდა. ჰყავდა შეყვარებული, ჩვენი თანასოფლელი ბიჭი, ოფიციალურად დანიშნული იყო და 10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა. უნდა გაეხარა ცხოვრებით, ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ და დღეს ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. ძალიან განვიცდით ყველანი. წარმოუდგენელი ტკივილია. სოფლის მარშუტკით მგზავრობდა და ავარიით დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ადამიანი, განადგურდა ოჯახი",- ამბობს ჩვენთან საუბარში მისი თანასოფლელი გოგონა.


აგრეთვე იხილეთ: