რეგისტრაცია

"საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ, ცხოვრებას ახლა იწყებდნენ, სწავლობდნენ..." - დმანისში მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

"საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ, ცხოვრებას ახლა იწყებდნენ, სწავლობდნენ..." - დმანისში მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
18 Mar 2025, 15:20

დმა­ნის­ში შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ორი, 18 და 19 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, კი­დევ ერთი მძი­მედ და­შავ­და და ახლა კლი­ნი­კა­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მე­გობ­რე­ბი არი­ან - გუკა ადუ­აშ­ვი­ლი და ნიკა ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მათი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რავ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და ამოტ­რი­ალ­და.

"ორი დღეა ვტი­რი. ნიკა ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი ჩემი ახ­ლო­ბე­ლია, სო­ფელ ჯა­ვა­ხი­დან. სო­ფელ გან­თი­ა­დი­დან იყო ნიკა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სახ­ლში უკვე მი­ას­ვე­ნეს. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და. სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდე­ბი აღარ გვყავს. რო­გორ უნდა გა­უძ­ლონ მათ­მა ოჯა­ხებ­მა ამ ტკი­ვილს. ნი­კუ­შა გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი იყო. სულ გა­ღი­მე­ბუ­ლი შე­მო­გე­გე­ბე­ბო­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და. ავა­რი­ის მი­ზე­ზი არ ვიცი, ამ­ბო­ბენ, რომ გზი­დან გა­და­ვარ­და მან­ქა­ნა და სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. რომ მი­სუ­ლან ნი­კუ­შა ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­ი­ღუ­პა. გუკა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. კი­დევ ერთი ბი­ჭია და­შა­ვე­ბუ­ლი, ის ახლა კლი­ნი­კა­შია და ცდი­ლო­ბენ მის გა­დარ­ჩე­ნას. ექი­მე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას, სა­ნამ მდგო­მა­რე­ო­ბა არ დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა. ღმერ­თმა ქნას ის მა­ინც გა­დარ­ჩეს... სა­უ­კე­თე­სო ბი­ჭე­ბი დავ­კარ­გეთ, ცხოვ­რე­ბას ახლა იწყებ­დნენ, სწავ­ლობ­დნენ და გა­ნად­გურ­და ოჯა­ხე­ბი..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.


აგრეთვე იხილეთ: