მოემზადეთ ზაფხული ადრიანად იწყება სასიხარულო ინფორმაცია როდიდან გამოიდარებს საქართველოში –უახლესი დღეების პროგნოზი

მათ ვისაც ეგონა, რომ გაზაფხული დადგა და ამიერიდან ბუნება თბილი ამინდებით გაგვანებივრებდა, ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის დაცემამ იმედები გაუცრუა. ისევ აცივდა, წვიმს დედაქალაქსა და რიგ რეგიონებში.
რამდენიმედღიანი თბილი ამინდები, ცივი ზამთრის შემდეგ ერთგვარი შვება იყო. თუმცა არა დროებით, როგორც ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ambebi.ge-სთან ამბობს, შემდეგ კვირიდან ისევ დათბება
"კვირის ბოლომდე ღრუბლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება - დაბლობში და ბარში წვიმის სახით, მთასა და მაღალ მთაში თოვლის სახით. დღეს და ხვალ დილამდე შესაძლებელია ზოგან ძლიერი ნალექი აღინიშნოს.
თბილისშიც 20-21-22 მარტს წვიმაა მოსალოდნელი. შედარებით გამოიდარებს 23 მარტიდან. მომავალ კვირას უკვე თანდათან მოიმატებს ტემპერატურა. ახლა როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ამინდებია.
მარტის თვეს ახასიათებს ასეთი ცვალებადი ამინდი, თოვლიც კი... ამინდის მკვეთრი ცვლილება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებამ გამოიწვია.