„კლიენტებს თმას პარსავენ და კიდურებით კიდებენ“ – რა მოხდა დუბაიში წვეულებაზე? – გაირკვა, რომ უკრაინელი გოგონა ძალადობის შემდეგ სიმაღლიდან გადმოხტა

დუბაიში დაკარგული 20 წლის უკრაინელი მოდელი, მარია კოვალჩუკი, გზის პირას მძიმე დაზიანებებით და მრავალი მოტეხილობით იპოვეს. მისი ახლობლების თქმით, ის შესაძლოა სექსუალურ მონობაში აღმოჩნდა.
თუმცა, გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მარია დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა. “მან მარტომ შეაღწია დახურულ სამშენებლო მოედანზე და იქიდან გადავარდა,” – განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.
ახალგაზრდა ქალი ემირატებში ესკორტის მომსახურებით ირჩენდა თავს. გავრცელებული ცნობებით, დუბარიში სასტიკი წვეულება მოეწყო, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც, გოგონამ გაქცევა სცადა, თუმცა, კლიენტებმა მასზე სასტიკად იძალადეს და გააუპატიურეს.
წყარო: ambebi