რეგისტრაცია

"მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს…" - უშბაზე ახალგაზრდა მთამსვლელი დაიღუპა

"მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს…" - უშბაზე ახალგაზრდა მთამსვლელი დაიღუპა
22 May 2025, 15:55

ალ­პი­ნის­ტი და სამ­თო გიდი ნი­კო­ლოზ ფა­ლი­ა­ნი უშ­ბა­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა - ინ­ფორ­მა­ცი­ას Adrenaline-ის გვერ­დი ავ­რცე­ლებს. რო­გორც ირ­კვე­ვა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა დაშ­ვე­ბი­სას მოხ­და.

"დიდი მწუ­ხა­რე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს, დღეს შე­ვი­ტყვეთ ნი­კო­ლოზ ფა­ლი­ა­ნის ტრა­გი­კულ და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ უშ­ბა­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის დროს.

ნი­კო­ლოზ ფა­ლი­ა­ნი იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ალ­პი­ნის­ტი და სამ­თო გიდი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნა­კარ­გია რო­გორც მისი ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბი­სა და სვა­ნე­თის­თვის, ასე­ვე მთე­ლი სპორ­ტის და ტუ­რიზ­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს, მე­გობ­რებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, სვა­ნეთს და სა­ქარ­თვე­ლოს მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ნი­კო­ლო­ზის ძალა, სი­მა­მა­ცე და სიყ­ვა­რუ­ლი მთე­ბის მი­მართ მუ­დამ დარ­ჩე­ბა ჩვენ­თან.

Adrenaline-ის გუნ­დი", - წე­რია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­გობ­რე­ბი მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

"მწვერ­ვა­ლებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნიკო ფა­ლი­ა­ნი აღარ ჰყავს სვა­ნეთს… ის დღეს უშ­ბა­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა... ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში ნიკო ერთ-ერთი იყო, ვინც სვა­ნე­თის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მობ­და. უყ­ვარ­და მისი კუ­თხე, ჰქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი და იდე­ე­ბი, იღებ­და ფილ­მებს და უამ­რა­ვი ტუ­რის­ტის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­თო გიდი იყო... ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და სვა­ნეთს ამ დიდ და­ნაკ­ლისს", - წერს თამო გაზ­დე­ლი­ა­ნი.


აგრეთვე იხილეთ: