რეგისტრაცია

ევროპის სიცხეები ახლა საქართველოსკენ მოიწევს” – როგორი ზაფხული გველოდება და რამ გამოიწვია ივლისის ცივი დღეები ?

ევროპის სიცხეები ახლა საქართველოსკენ მოიწევს” – როგორი ზაფხული გველოდება და რამ გამოიწვია ივლისის ცივი დღეები ?
06 Jul 2025, 13:01

სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ცი­ვე ჩრდი­ლო­ე­თი­დან წა­მო­სულ ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თი­დან, შავი ზღვის მხრი­დან შე­მო­დის. გარ­კვე­ულ­წი­ლად რა­საკ­ვირ­ვე­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა მოქ­მე­დებს, მაგ­რამ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ის არის, რომ მომ­დევ­ნო კვი­რი­დან დათ­ბე­ბა.

დღეს არის ღრუბ­ლი­ა­ნი, ნა­ლე­ქი­ა­ნი დღე, ასე­თი იქ­ნე­ბა ხვა­ლაც, თუმ­ცა ნა­ლე­ქი შე­სუს­ტდე­ბა და კვი­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში გა­მო­ი­და­რებს. ორ­შა­ბა­თი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს

10-11 ივ­ლისს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 38 გრა­დუ­სამ­დე მი­აღ­წევს, კვი­რის ბო­ლოს­კენ ცო­ტას და­იკ­ლებს, რად­გან წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მო­ი­და­რებს, ოღონდ აქ კვი­რის და­სა­წყის­ში იქ­ნე­ბა 34-35 გრა­დუ­სი და კვი­რის ბო­ლოს­კენ კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა უა­მინ­დო­ბას, კვი­რის ჩათ­ვლით არამ­დგრა­დი ამინ­დე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. კვი­რას შე­იძ­ლე­ბა ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი იყოს, ნა­ლე­ქი აღარ იქ­ნე­ბა.

– ბოლო წლებ­ში ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში თოვ­ლი მო­სუ­ლა?

– ზღვის დო­ნი­დან 1700 მ-ზე მა­ღალ ზო­ნა­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ მზის ამოს­ვლის წინ იშ­ვი­ა­თად, მხო­ლოდ ცალ­კე­ულ წლებ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­წი­ოს 2-5 გრა­დუს ყინ­ვამ­დე.

ადრე უფრო მე­ტად ივ­ნის­ში მო­სუ­ლა. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ახ­დენს გავ­ლე­ნას. სიგ­რი­ლემ ზა­ფხულ­ში გად­მო­ი­წია და სი­ცხე­ებ­მა აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­კენ .

– ევ­რო­პის სი­ცხე­ე­ბი არ ახ­დენს გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ზე?

– ზუს­ტად ის სი­ცხე­ე­ბი წა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან ოღონდ შე­სუს­ტე­ბუ­ლი ფორ­მით. ისე­თი სა­გან­გა­შო ნიშ­ნუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ევ­რო­პა­ში სამ­ხრე­თი­დან წა­მო­სულ­მა ჰა­ე­რის მა­სამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, ჯერ და­სავ­ლეთ, შემ­დეგ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. ახლა ეს სი­ცხე­ე­ბი ჩვენ­კენ მო­ი­წევს.

– ზა­ფხუ­ლი რო­გო­რი იქ­ნე­ბა?

– ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვექ­ნე­ბა, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ნა­ლე­ქი­ა­ნი. თუმ­ცა ცალ­კე­ულ პე­რი­ო­დებ­ში იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოჭ­რა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა, წვი­მა, ქარი და ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა მა­ღა­ლი ნიშ­ნუ­ლი­დან და­ბა­ლი ნიშ­ნუ­ლის­კენ.

ადრე თუ იყო ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბამ­დე იყო სი­ცხე­ე­ბი და გა­მოთ­ქმაც არ­სე­ბობ­და, რომ ფე­რიც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად აგ­რილ­დე­ბო­და, ახლა ასე აღარ არის. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი აგ­ვის­ტო­ში უფრო ფიქ­სირ­დე­ბა.

ზო­გა­დად კლი­მა­ტის ასე­თი ცვლი­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ბევ­რი უჩი­ვის ამის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს

წყარო : Ambebi.ge


აგრეთვე იხილეთ: