რეგისტრაცია

დაჭრილია თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე - რა მოხდა საგარეჯოში და ვის სახლში იმყოფებოდა აჭარის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, სადაც მძიმე შემთხვევა მოხდა?

დაჭრილია თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე - რა მოხდა საგარეჯოში და ვის სახლში იმყოფებოდა აჭარის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, სადაც მძიმე შემთხვევა მოხდა?
07 Jul 2025, 10:20

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლია აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე. შემ­თხვე­ვა სა­გა­რე­ჯო­ში მოხ­და, თუმ­ცა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია.

ცნო­ბი­ლია ის, რომ რიჟ­ვა­ძეს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა გუ­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რიჟ­ვა­ძე ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის და ამ­ჟა­მად სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა ფაქ­ტი მოხ­და.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჯე­ოჰოს­პი­ტალსში“, შეყ­ვა­ნი­ლი იქნა თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე, რო­მელ­საც გულ­მკერ­დის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"2025 წლის 7 ივ­ლისს, სა­გა­რე­ჯოს „ჯე­ოჰოს­პი­ტალსში“, შეყ­ვა­ნი­ლი იქნა თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე, რო­მელ­საც გულ­მკერ­დის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით მას ფილ­ტვი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლით, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


აგრეთვე იხილეთ: