"ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა და დაეჯახა ჯიპს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა, გარდაცვლილი ბავშვი ძლივს იცვნეს ... " - რას ჰყვება უმძიმესი ავარიის თვითმხილველი 🥹😢 (ვიდეო) ‼️🛑 ნახეთ დეტალები კომენტარში

უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ რიკოთზე. ტრაილერმა, რომელიც გადაყირავდა, მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 წლის ბავშვი, 4 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს. უმძიმესი შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მშობლები და მათი სამი შვილი იმყოფებოდნენ.
- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რიკოთზე მომხდარი ავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებულია ტრაილერის მძღოლი.
"ავტოავარიის ადგილიდან 16 წუთის სავალზე ვიდექით. უზარმაზარი საცობი იყო. როგორც გაირკვა, ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა, მეორე მხარეს გადავიდა და "პრადოს" მარკის ავტომანქანას შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანით ოჯახი მგზავრობდა ოჯახი - მშობლები და 3 შვილი. როგორც პოლიციელმა თქვა, დაღუპულია ერთი - 7 წლის მოზარდი, დანარჩენები კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს სახე აღარ ჰქონდა, მიჭყლიტა მანქანამ, ამის მნახველები ძალიან დავისტრესეთ, საშინელება იყო".