ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. - ავარია სენაკში

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა.
მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "არქიმედეში" გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.