რეგისტრაცია

ენამოსწრებული გურული...

ენამოსწრებული გურული...
10 Dec 2024, 14:00

გურული თევზაობს, მაგრამ ვერაფერს ვერ იჭერს გაიხედავს გვერდით BMW X6 არის კაცი მოსული და ძალიან ძვირიანი აკენსებით თევზაობს, თან ძალიან ბევრ თევზს იჭერს. გურული მივა ამ კაცთან და თხოვს, ერთი ორი თავი თევზი მაჩუქე, თორემ ვეფერი დევიჭირე და ბაღნები მშივრები დამრჩენო. კაცმა უთხრა: სულ წაიღე, მე ამის დაჭერა მიყვარს თუარა, ჭამა კი არაო და მთელი თევზი აჩუქა. ძალიან ბევრი იყო და გურულმა ვერ ზიდა. იმ კაცმა უთხრა: მოდი, მე წაგაღებინებო და მანქანით მიიყვანა სახლში. მივიდნენ და ეზოში 9 ბავშვი დახვდათ, ცეკვა დაიწყეს, მამამ რამდენი თევზი მოიტანაო და ამ მდიდარმა კაცმა უთხრა გურულს – მედა ჩემი ცოლი უშვილოები ვართ. ერთი შვილი მომე და გავზრდით, გზაზე დავაყენებთ და კაცს გამოვიყვანთო. გურულმა უპასუხა: ყველა წეიყვანე, ძამა, მე აგენის კეთება მიყვარს თუ არა, გაზრდა კი არაო.


აგრეთვე იხილეთ: