ხორცის ყიდვისას თქვენ ამ დეტალებზე არასდროს ამახვილებთ ყურადღებას
რჩევები:
1 – ხორცი არ უნდა იყოს ბოჭჯოვანი, თუ ის ბოჭკოვანია, სავარაუდოდ, მას ვადა გასული აქვს და სასარგებლო თვისებები დაკარგული.
2 – ხორცი უნდა იყოს მტკიცე და მშრალი, არ უნდა იყოს ლორწოვანი.
3 – ხორცის შიგნითა ფერი უნდა იყოს ისეთი, როგორიცაა ზედაპირზე.
4 – თუ ხორცი იშლება, მაშინ მას აუცილებლად პარაზიტი ყავს გაჩენილი.
5 – ხორცი არ უნდა იყოს ძალიან მუქი ან პირიქით.
6 – ღორის ხორცის ყიდვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ცხიმი არ არის გამოყოფილი ხორცისგან. ხორცის ფერი უნდა იყოს ღია ვარდისფერი და არ უნდა შეიცავდეს ბევრ სისხლს.
7 – თუ ხორცი კარგი ხარისხისაა. ის უნდა იყოს რბილი და ელასტიური.
8 – ცხვრის ხორცის საუკეთესო ნაწილია ძვალზე არსებული ხორცი. ეს არის ყველაზე ნაზი და რბილი ადგილი.
9 – არომატი – ერთ-ერთი დეტალი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ხორცის არომატი არ უნდა იყოს ნესტიანი, ასევე არ უნდა ქონდეს უსიამოვნო სუნი რაც ადვილად შესამჩნევია.
10 – ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე, მაშინაც კი თუ მის გამოყენებას არ აპირებთ.ცხიმი უნდა იყოს თეთრი. ყვითელი ცხიმი – ძველი ხორცის დამახასიათებელი ნიშანია. ძროხის ხორცის ცხიმი უნდა იშლებოდეს, ხოლო ცხვირს ხორცის ცხიმს მკვრივი კონსისტენცია აქვს.
სამწუხაროდ, მოსახლეობის 80% ყიდულობს დაბალი ხარისხის ხორცს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიშიც. იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ მაღალი ხარისხის ხორცის არჩევაში.